გამყრელიძე – მომდევნო 3-4 კვირა მაღალი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების სურათის მიხედვით, საქართველო ჯერ პიკში არ შესულა.

„მომავალი 3-4 კვირა რთული იქნება. შიდა გავრცელების შემთხვევები უკვე 22-23 მარტიდან გვაქვს. როგორც წესი, შიდაგავრცელების დაწყებიდან შემდგომი 7-8 კვირა,  რთულია“, – ამბობს გამყრელიძე „პირველ არხთან” საუბრისას.

მისი თქმით,  მომავალი 3-4 კვირის განმავლობაში ჩვენს ქცევებს  ძალიან მაღალი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. „მხედველობაში მაქვს  რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა… გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი“, – ამბობს იგი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 402
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95
  • გარდაცვლილი – 4
  • კარანტინის რეჟიმში – 4782
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
LB loan image desktop LB loan image mobile