გამყრელიძის თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი მესტიაში ცხოვრობს - მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კვირის ბოლომდე სვანეთში ჯამში 4000-მდე ტესტის ჩატარებას გეგმავენ. ამ დროისთვის ტესტირებისთვის უკვე აღებულია 2300-მდე ნიმუში.

ამირან გამყრელიძის თქმით, 11 აგვისტოს აიღეს 975 ნიმუში, საიდანაც ორი დადებითია და ორივე სოფელ ლენჯერთან არის კავშირში. გუშინ 12 აგვისტოს 840 ნიმუში აიღეს. გუშინ ჩატარებულ ტესტებზე პასუხი დღეს დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

მისივე თქმით, დღეს დადასტურებული ორი შეთხვევიდან ორივე ლენჯერს უკავშირდება, თუმცა ერთ-ერთი ინფიცირებული მესტიაში ცხოვრობს და ახლა ეპიდემიოლოგები აქტიურად იკვლევენ მასთან დაკავშირებულ კონტაქტებს.

„გუშინწინდელი აღებული 975 ტესტიდან ორი დადებითია. ორივე ლენჯერთან კავშირშია, მაგრამ ერთი ცხოვრობს მესტიაში და მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა. ლენჯერში სულ 600 ადამიანი ცხოვრობს და სრულად ამოვწურეთ. ახლა მესტიაში და სხვადასხვა სოფელში იღებენ ნიმუშებს. გუშინ უშგულში იქნა აღებული. ამ კვირის ბოლომდე 4000-მდე ნიმუშის აღება გვინდა. აღებული ნიმუშების რაოდენობა ახლა 2300-ს აღწევს“, – განუცხადა „პუბლიკას“ ამირან გამყრელიძემ.