განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს ახალი მოაგდილე ეყოლება. „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 3 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე – თანამდებობას გელა გელაძე დაიკავებს. 

გელა გელაძე 2024 წლის 01 იანვრიდან-30 ნოემბრამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იყო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გელა გელაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი შეცვალა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, დავით სუჯაშვილი მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განაგრძობს.