განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები განცხადებას ავრცელებენ და მკაცრად ეწინააღმდეგებიან „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილი კანონპროექტის განხილვას და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები ცხადად და მკაცრად ვეწინააღმდეგებით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილი კანონპროექტის განხილვას და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

მყარად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ეს ინიციატივა ემიჯნება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა დაცვა ჩვენი საზოგადოების განვითარების გარანტად მიგვაჩნია. ამასთანავე, კანონად ქცევის შემთხვევაში, ის შეიცავს უდიდეს რისკებს შექმნას ქაოსი და დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მოახდინოს იმ პირების/ორგანიზაციების მარგინალიზება, რომლებიც ადამიანის უფლებების, პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის, განათლების, ჯანდაცვის, სამოქალაქო აზროვნების განვითარებისთვის იბრძვიან. ამით კი, თავის მხრივ, ის შექმნის ხელსაყრელ გარემოს:

  1. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეფერხებისთის;
  2. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებთან თანამეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებისთვის;
  3. ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაციისთვის;
  4. თავისუფალი მედიის და აზრის გაქრობისთვის;
  5. განათლების, მეცნიერების, კვლევების შეზღუდვისა და შემცირებისთვის;
  6. შემოქმედებით სექტორზე კონტროლის დაწესებისთვის;
  7. შრომითი უფლებების დარღვევისთვის;
  8. ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისთვის;
  9. სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში დაწყებული პროცესების შეჩერებისთვის;
  10. გარემოს დაცვის საკითხში გადადგმული ნაბიჯების უკუსვლისთვის.

ეს ჩამონათვალი, სრულად ვერ ასახავს ზიანის იმ მასშტაბებს, რომელიც კანონის ამოქმედებას მოყვება. ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრები უკვე ტოვებენ საქართველოს და აღნიშნული კანონით ინტელექტუალური კაპიტალის გადინება კიდევ უფრო გაიზრდება. იგივე დინამიკა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება შრომით ბაზარზეც.

ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებში გამარჯვებული სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების სტიპენდიანტები მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეაჩეროთ კანონის განხილვა. საქართველოს ისტორია და აწმყო გვკარნახობს, რომ ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება და გეოპოლიტიკური არჩევანი მხოლოდ დასავლურ სამყაროზე გადის. საქართველოს მოსახლეობამ, რუსეთის ორასწლიანი ოკუპაციის მანძილზე, დიდი მსხვერპლი გაიღო განვითარებულ სამყაროში ადგილის მოსაპოვებლად და ვთვლით, რომ ყველანაირი რესურსი მიმართული უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რაც ასევე ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში და მისი გადახედვა მიუღებელია.

ასევე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება, არ გამოხატავს ასოციაციის ყველა წევრის მოსაზრებას და მხოლოდ ხელმომწერების პოზიციას აფიქსირებს.

ხელმომწერები ვთვლით, რომ განვითარების არასწორ გზაზე კონსტრუქციული კრიტიკა, გამოხატვის თავისუფლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფა ჩვენი არჩევანია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ვაკეთებთ.

#წინევროპისკენშინევროპისკენ!

#არარუსულკანონს!

ლევან ქვარიანი

გვანცა კაკაურიძე

ხატია გოგილაშვილი

ნინო თოფურიძე

ნოდარ ჩიაბრიშვილი

ქეთევან ეფაძე

ნათია უბილავა

დავით ნადირაძე

დავით გოგილაშვილი

ლევან ჟორჟოლიანი

თამარ ძაგანია – ბარამიძე

ანანო გორგოძე

გია ბერიძე

ბაკურ ჯინორია

ნანუკა ბიძინაშვილი

მერიკო ქაჯაია

თამარ ზვიადაძე

ელისაბედ დავრიშაშვილი

თორნიკე დვალი

ოთარ მაღალდაძე

ლევან ლომჯარია

ზვიად აძინბაია

ანა რურუა

ნინო ბაქრაძე

ლევან თევდორაძე

ნათია ბოტკოველი-ლარნერ

გიორგი აბაშიძე

მარი დავითაძე

გოგა ჩხაიძე

დეა აბულაძე

ანა ჯებირაშვილი

სოფი ტყემალაძე

გიორგი წიქარიშვილი

გიორგი იაშვილი

ქეთევან თუთბერიძე

ნინო აბაშიძე

გვანცა ტუღუში

ანი ჩუბინიძე

ნინა გაბრიელაშვილი

ნინო ძოწენიძე

არჩილ ცერცვაძე

დავით უტიაშვილი

ლალი გიორგაძე

რომან კუმლაძე

ხატია ჩხეტიანი

ნათია ებრალიძე

გვანცა ჩადუნელი

თაკო ცქიტიშვილი

ანასტასია დგებუაძე

ივეტა გოგავა

სალომე ხვადაგიანი

ონისიმე ცხომელიძე

ანა ხინჩიაშვილი

გიორგი კეკენაძე

ოთო ხურციძე

გიორგი სალუქვაძე

ბაჩო თორთლაძე

ლარა ნაჭყებია

ქეთი არახამია

ნინო კეშელავა

ნატა გზირიშვილი

ნინი ქადაგიშვილი

ქეთევან ებანოიძე

მარიამ ჯაჭვაძე

თეო ქავთარაძე

მარიამ კვერნაძე

ნათია ჭანკვეტაძე