განგაშის არა, მაგრამ იმის საფუძველი გვაქვს, რომ თავისუფლებებით არ გადავაჭარბოთ - ცერცვაძე

პუბლიკა

“კორონავირუსი არსად წასულა, ის კვლავ აქ არის”. – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რუსთავი-2-თან საუბრისას.

მისი აზრით უსაგნოა მსჯელობა იმაზე, შემთხვევათა ეს მატება პირველი ტალღაა თუ მეორე, “თუმცა მე მიმაჩნია, რომ ჯერ მეორე ტალღა არ გვაქვს და ეს პირელი ტალღის ნარჩენებია”.

თენგიზ ცერცვაძის აზრით, მიუხედავად იმისა,  რომ ბევრმა ქვეყანამ ხელახლა შემოიღო საგანგებო მდგომარეობები, საქართველოში ამის საჭიროება არ იქნება. “ამის ასაჭიროება გაჩნდება მაშინ, როდესაც შემთხვევების დრამატული მატება იქნება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია”. – ამბობს ის.

მას იმედი აქვს, რომ ჩვენს ეპიდემიოლოგებს მოეპოვებათ რესურსი და საშუალებები, რომ მაშინ, როდესაც რამდენიმე ადამიანის კონტაქტი უცნობია, მაინც ჩაატარონ ეფექტური ეპიდკვლევა.

“განგაშის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ჩვენი თავისუფლებებით არ გადავაჭარბოთ” – ამბობს ცერცვაძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 13-ით გაიზარდა და 864 შეადგინა. აქედან გამოჯანმრთელებულია 703, მკურნალობს 161. გადრაცვლილია 14 ადამიანი.