განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა - ჩხენკელი

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და სახელფასო პოლიტიკა.

„2021 წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია მასწავლებლის ხელფასის ზრდა. ასევე, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებლეთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.