აშშ-ის სალჩო საქართველოშიგუშინ პარლამენტის წინ აქციაზე უფლებადამცველებისა და მოქალაქების დაკავებას ეხმაურება. საელჩოში ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს.
„მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს, “- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
გუშინ, საღამოს პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე დააკავეს. შსს-ზე დაყრდნობით, აქციაზე სულ 7 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეთა დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მოქალაქეები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.