განვიხილეთ 21 ნოემბრის საპროტესტო აქციის სხვადასხვა ვარიანტი - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

დღეს „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდგომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 21 ნოემბერს არც ერთი ოპოზიციური პარტია და კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც საბოლოოდ შეჯერდებიან 21 ნოემბერს გასამართი აქციის  საბოლოო გეგმასა და გრაფიკზე.

„21 ნოემბერს არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს ამ გაყალბებულ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ყველა მეორე ტურში გასული კანდიდატი ბიულეტენში ამომრჩეველს დახვდება, მაგრამ ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური განცხადებაა, რომ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას 21-ში ,სხვადასხვა ვარიანტი, სხვადსახვა ვერსიას ვიხილავთ და ხვალ 12 საათზე ვიკრიბებით და საბოლოო გეგმა და გრაფიკი ეცოდინება საზოგადოებას და მედიას“, – განაცხადა უგულავამ.