დააკავეს კაცი, რომელმაც ცივი იარაღით ჯერ კაცი დაჭრა, შემდეგ კი — პოლიციელი

პუბლიკა

შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გუშინ, 3 დეკემბერს ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა აღმაშენებლის გამზირზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თ.ა.-ს, მოგვიანებით კი ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დანით ფეხის არეში დაჭრა.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით დაიწყო. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.