დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი 70 წლისაა. პაციენტი საავადმყოფოში 17 სექტემბერს შევიდ.
„მას ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები. გულის იშემიური დაავადება, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება და საავადმყოფოში უკვე კრიტიკულ მდოგომარეობაში შეიყვანეს, “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ კვირაში კორონავირუსით უკვე 6 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.