გარდაცვლილი ბავშვის დედა ამბობს, რომ ქმარი სისტემატურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე

პუბლიკა

9 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

დღეს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გარდაცვლილი ბავშვის დედასთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ამბობს რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი, მეუღლე სვამდა და სისტემატურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე.

„ბავშვი რომ მეჭირა ხელში, ჯერ ჩემკენ გამოიწია საცემრად. თავის დაღწევა მინდოდა, მაგრამ გასაქანს არ მაძლევდა, დახმარება რომ მეთხოვა. განწირული ხმით ვკიოდი, მიშველეთ, მეზობლებო, ბავშვს მიკლავს-მეთქი, არავინ გამოვიდა ჩემს დასახმარებლად. ხელიდან მგლეჯდა. გულზე მყავდა მიხუტებული და ფეჩი მესროლა ჩემმა მეუღლემ.  ფეჩი რო მესროლა, თავში მოხვდა [ბავშვს] დაზიანებები ბევრი აქვსო – თქვეს. გავარვარებული ფეჩი რო მესროლა, ზურგი მივუშვირე, ბავშვი ჩახუტებული მყავდა. ცოცხალი იყო. სუნთქვავდა ამ დროს. თმებში მწვდა, წავიქეცი და ვუთხარი – ბავშვი უნდა მომიკლა-თქო?! როგორც მე გამამწარეთ, ისე თქვენ გამწარდებითო.“ – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

LB loan image desktop LB loan image mobile