კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 50 წლამდე კაცი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალში“ გადიოდა მკურნალობას, ავტოავარიის მე-3 მსხვერპლია.
როგორც „პუბლიკას“ კლინიკაში განუცხადეს, „ნიუ ჰოსპიტალში“ მოთავსებული კაცი წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება ავარიისას დაშავებული კიდევ 2 პაციენტი.
კრწანისის ქუჩაზე შემთხვევა 12 ივნისს მოხდა. შსს-ს თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში შემთხვევის შემსწრე მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰყვება: „კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში შემოვარდა სატვირთო მანქანა, რომელმაც მოიყოლა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, როგორც ჩანს, დაღმართზე ვერ შეაკავა მუხრუჭმა და გადმოეშვა პირდაპირ კლინიკის ეზოში“.