კრწანისის ქუჩაზე სატვირთო „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში გადავარდა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა - თვითმხილველი

პუბლიკა

კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში შემთხვევის შემსწრე მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰყვება: კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსის ეზოში შემოვარდა სატვირთო მანქანა, რომელმაც მოიყოლა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, როგორც ჩანს დაღმართზე ვერ შეაკავა მუხრუჭმა და გადმოეშვა პირდაპირ კლინიკის ეზოში”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, შემთხვევა კრწანისის ქუჩის 14 ნომერში მოხდა.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.