გარდაიცვალა 1 მამაკაცი, დაშავებულია 2 - საგანგებო სამსახური კლუბ „დეჟავუსთან" აფეთქებაზე

პუბლიკა

გარდაიცვალა 1 მამაკაცი, დაშავებულია 2 ადამიანი, – ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შესახებ „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სასწრაფო დახმარებამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათი თქმით, პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუს” მიმდებარედ აფეთქება  სარემონტო სამუშაოებისას მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქდა ჟანგბადის ბალონი.