გარემოვაჭრეები ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად სასამართლოში მივიდნენ

პუბლიკა

დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად სასამართლოში გარემოვაჭრეები მივიდნენ. სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფოტოსაც აქვეყნებს და გარემოვაჭრეებზე წერს, რომ: ლაშას თუ დააჯარიმებს სასამართლო, ფულს ჩვენ შევაგროვებთო.

ფოტო: გიგა მაქარაშვილი

დღეს, 3 იანვრას აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავდნენ. ისინი 31 დეკემბერს მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებას და გასართობი ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტები ასევე სოლიდარობას უცხადებდნენ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც თბილისის მერიამ მოსთხოვა, რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასულიყვნენ.

გარემოვაჭრეთა ნაწილი აცხადებდა, რომ „იქ ვერ გაყიდიდნენ ბუშტებს, სადაც შვილმკვდარ მამა ტიროდა“.