გასულ ერთ კვირაში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, 7 აგვისტოდან 14 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასულ კვირას დადებითობის მაჩვენებელმა 16.58% შეადგინა, 14 დღის – 16.70%-ია.

გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს. გამოჯანმრთელება 99%-ია.