გათავისუფლებული მძევალი: სამი კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს

პუბლიკა

შუადღიდან მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია Facebook-ზე წერს, რომ თავისუფალია. მისივე თქმით, თავდამსხმელმა 3 ადამიანი დაიტოვა მძევლად.

„სამი კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადმომიყვანენ ალბათ და თქვენს მესიჯებს მერე გავეცნობი. მიყვარხართ“, – წერს კვარაცხელია.


მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ნიღბიანი პირი ბანკის შენობიდან 4 ადამიანთან ერთად გამოდის და მანქანაში ჯდება.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს განახლებული ინფორმაციის მიღებას.