„გაუპატიურებაში გამართლდა, ძალადობაში კი დამნაშავედ ცნეს" - ლაშა ნაკაიძის საქმე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე გაუპატიურების ბრალდებაში გაამართლა, ხოლო ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და 1 წელი მიუსაჯა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ნაკაიძის ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი განმარტავს, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაამართლა გაუპატიურების ნაწილში (სსკ-ის 11​​1  – 137 მუხლი), ასევე გაამართლა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებაში (157​ პრიმა);

ოჯახში ძალადობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა ძალადობის მუხლზე (სსკ-ის 126-ე მუხლი).

მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო ძალადობასა და მუქარაში (სსკ-ის 151 მუხლი) და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 9 თვე ნაკაიძეს უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად ის საპატიმრო დაწესებულებას 3 თვეში დატოვებს.


პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ის 16 აგვისტოს დააკავეს.

 

 

 

LB image desktop LB image mobile