გაუპატიურების ბრალდებით პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

პუბლიკა

ჩხოროწყუში პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, დაკავების მომენტში ბრალდებული პოლიციაში აღარ მუშაობდა.

„პუბლიკას“ პროკურატურაში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) მიმდინარეობს.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი კაცი ჰყვება, რომ პოლიციის თანამშრომელმა ის იარაღის მუქარით გააუპატიურა და დაემუქრა, რომ ხმა არ ამოეღო. თუმცა, მან მომხდარის შესახებ სენაკის პოლიციაში მაინც განაცხადა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile