გავარკვევთ, რა მოხდა – კილაძე კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების გაძევებაზე

პუბლიკა

პარლამენტის წევრი სოფო კილაძე პლენარულ სხდომაზე იურიდიულ კომიტეტზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტები მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაათრიეს დარბაზიდან.

კილაძის თქმით, კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების გაძევებაზე ნებართვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს არ გაუცია.

„ჟურნალისტების საქმიანობა დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მედიის თავისუფლება იყოს ხელშეუხებელი. ჩვენ დეტალებში მივადევნებთ თვალს ამ საკითხს და გავარკვევთ, რა მოხდა.

ბატონ ანრის არ გაუცია დავალება, რომ გაეყარათ ჟურნალისტები დარბაზიდან. საზოგადოებას ვთხოვ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, საბოლოო ჯამში გავარკვევთ, რა მოხდა და რატომ მოხდა ეს არეულობა და შეხლა-შემოხლა“. – განაცხადა სოფო კილაძემ.

დღეს დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას კენჭი უყარეს. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგადაც ჟურნალისტებს სხდომის დარბაზი დაატოვებინეს. კადრებში ჩანს, მანდატურები ძალის გამოყენებით როგორ ატოვებინებენ დარბაზს ჟურნალისტებს. მსგავს კადრებს ავრცელებს გამოცემა „ტაბულაც”

 

LB loan image desktop LB loan image mobile