„გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი დაპირებები – აქედანაა პოლარიზაცია, არა პარტნიორებისგან – დეგნანი

პუბლიკა

გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ეხმარებიან საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. ელჩის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის – სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა. აი, რაზე უნდა ფოკუსირდეს პარლამენტი და ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, ყველა მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ შეასრულებდნენ. ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა.