GDI-ის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი იქნება

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ ხვალიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე წერს.

„დღეს, ჩემი, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative-ის თავმჯდომარის, ბოლო სამუშაო დღე იყო.

მქონდა პატივი, 2 ვადით ვყოფილიყავი GDI-ის შესანიშნავი გუნდის ლიდერი. დამერწმუნეთ, ჩემი წვლილი ამ ორგანიზაციის განვითარებაში მოკრძალებულია და თითოეული გაკეთებული საქმის ან წამოწყებული ბრძოლის უკან ნიჭიერი, შემოქმედებითი, შრომისმოყვარე და პატრიოტი სხვა ადამიანების დიდი ძალისხმევა იდგა.

გამგეობის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ეყოლება, რომელიც წლებია აქტიურად იბრძვის საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“, – დაწერა მშვენიერაძემ FACEBOOK-ში.