გელა ხასაიას სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

აქტივისტ გელა ხასაიას 31 მარტს აქციაზე დაკავების საქმეზე მოსამართლე დავით თეთრაულმა 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

31 მარტს გელა ხასაია პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს – პარლამენტთან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ „გონივრული ეჭვის საფუძველზე“ აქტივისტ გელა ხასაიას ჩანთის გახსნა მოსთხოვა.

როგორც პატრულ-ინსპექტორმა მედიას განუცხადა, ხასაიას დათვალიერება საჭირო გახდა იმისთვის, რომ ამოწმებდნენ, „აქციაზე მოქალაქეებისთვის საფრთხისშემცველი ნივთები არ შეიტანონ ტერიტორიაზე“.

პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, გელა ხასაიამ ჩანთის გახსნაზე უარი თქვა, ის ამბობს, რომ ჩანთის გახსნა გარეგანი დათვალიერება არაა. ამის შემდეგ ის პოლიციელებმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გადაიყვანეს.