გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შშმ პირის გაუპატიურებისთვის პირს 11 წელი მიესაჯა - პროკურატურა

პუბლიკა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„2021 წლის 11 მარტს აბაშის რაიონში ლ.კ.-მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ლ.კ. 11 მარტს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით  (გაუპატიურება,  ჩადენილი გენდერული ნიშნით, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile