„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა. უწყება ამბობს, რომ მას შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მან აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა.
უწყების ცნობით, დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა, 2004 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.