გენპროკურორმა თანამშრომლები, მათ შორის სინდისის პატიმრების ბრალმდებლები, დააჯილდოვა

პუბლიკა

გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა.

დაჯილდოებულებს შორის არიან სინდისის პატიმრების საქმის პროკურორები:

  • ვაჟა თოდუა – 11 და 8 პირიანი საქმეების პროკურორი;
  • ვახტანგ ცალუღელაშვილი – 11 და 8 პირიანი საქმეების პროკურორი;
  • ანი ხუბეჯაშვილი – გიორგი ოკმელაშვილისა და მათე დევიძის საქმის პროკურორი;
  • შმაგი გობეჯიშვილი – გიორგი ახობაძის საქმის პროკურორი;
  • ნუგზარ ჭიტაძე – ნიკა კაციას და თედო აბრამოვის საქმის პროკურორი;
  • თამარ იაკობიძე – საბა ჯიქიას ,დანიელ მუმლაძის, გურამ ხუტაშვილის პროკურორი;
  • ნათია თათიაშვილი – ზურა ჯაფარიძის და ნიკა მელიას პროკურორი;
  • თორნიკე გოგეშვილი – მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი.

„პუბლიკამ“ შეკითხვით მიმართა პროკურატურის პრესსამსახურს, კონკრეტულად რა ჯილდოები გადაეცათ ჩამოთვლილ პროკურორებს, თუმცა უწყებამ საკითხი არ დაგვიკონკრეტა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 118 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა 15-თანამშრომელს. ასევე, პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა 3 თანამშრომელს.