გერმანია თავდაცვის დაფინანსების გასაზრდელად 100 მილიარდს გამოყოფს

პუბლიკა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგს მიმართა, მისი თქმით, „ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“.

მან გამოსვლისას თქვა, რომ გერმანიის მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებას ზრდის და ამ მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში 100 მილიარდ ევროს გამოყოფენ.

„ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანიის მთავრობამ, რომელიც თავს იკავებდა იარაღის მიწოდებაზე,  უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.