გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

პუბლიკა

გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაამტკიცა.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების განხილვა უფრო სწრაფად მოხდება და, უარის შემთხვევაში, დაჩქარდება დეპორტაციის პროცედურა.

შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის ინფორმაციით, გერმანია გეგმავს საქართველოსა და მოლდოვასთან გააფორმოს მიგრაციასთან დაკავშირებული შეთანხმებები, რაც გერმანიაში ჩასვლის მსურველებს მისცემს განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საქართველოსა და მოლდოვაში იმ მოქალაქეების სწრაფად დაბრუნებას, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.