„გერმანულ მოდელზე“ იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“

პუბლიკა

„ჩვენი ფრაქციის საბოლოო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის „გერმანულ მოდელთან“ ან მის სხვა ადაპტირებულ ვერსიასთან დაკავშირებით დიდად იქნება დამოკიდებული ეუთოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებზე“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციამ,„დამოუკიდებელი დეპუტატები“ .

მათი თქმით, საარჩევნო სისტემის ე. წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით იკვეთება არაერთი სამართლებრივი შეკითხვა და ფიქსირდება ურთიერთგამომრიცხველი პოზიციები თავად კონსტიტუციონალისტებს შორის. საინტერესოა ეუთოსა და ვენეციის კომისიის მოსაზრებები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით.

„ჩვენს მოსახლეობას უნდა მიეცეს არჩევანის შესაძლებლობა უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრიდან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა“, – ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.

ფრაქციის წევრები არიან: მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი;