ღარიბაშვილი: დღეს უმნიშვნელოვანესი თარიღია - გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყენებს, სადაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს იხსენებს.

მისი თქმით, ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია, რადგან „ქართულმა ოცნებამ,“ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით.

„ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, მან შეძლო სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა. შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა, – მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას, “- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მან ასევე განცხადების დასასრულს თქვა, რომ დღეს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„ასევე ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას. მჯერა, რომ საქართველოს შემდგომი წინსვლა კვლავაც ხელისუფლებისა და ხალხის იმ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი,”- ნათქვამია განცხადებაში.