ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა.

ღარიბაშვილი სომხეთში  საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

LB loan image desktop LB loan image mobile