ღარიბაშვილი თოლორაიას სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას სთავაზობს

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პარლამენტში ინიციირებული კანონის პროექტი შეაფასა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ცვლილებები კანონმდებლების საქმეა და მიზანი ინსტიტუტების გაძლიერებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პიროვნულ საკითხებს არ უკავშირდება და ლონდა თოლორაიას საჯარო სამსახურში დასაქმება შესთავაზა.

„შემიძლია აქედან საჯარო შეთავაზება გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი რომ კვალიფიციური და გამოცდილი კადრია. თუ მას აღარ მოუნდება კონკურსში მონაწილეობის მიღება, მას ყველა კარი ღია აქვს. პიროვნული საკითხები უნდა გამოირიცხოს.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.