ღარიბაშვილი: უკრაინა იყო დაინტერესებული, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო

პუბლიკა

„უკრაინა იყო დაინტერესებული, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. მჯერა, მათი ანგაჟირებულობა მალე დასრულდება“ – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას გუშინდელ განცხადებაზე.

„გასაგებია მათი მოტივაცია, ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მაინც მჯერა, რომ კონკრეტული გამოვლინებები, მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.