ღარიბაშვილს მოვუწოდე, დაჩქარდეს 12 პრიორიტეტის შესრულება - ვარჰეი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. შეხვედრას მოგვიანებით ვარჰეი Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ღარიბაშვილს მოუწოდა, რომ დააჩქაროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება.

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან დისკუსიის მთავარი საკითხი ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერა იყო. მე მოვუწოდე, რომ დაჩქარდეს საბჭოს მიერ დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება, რათა საქართველოს ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ვარჰეი Twitter-ზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, პრემიერმა ევროკომისარს საქართველოს მიერ ამ პრიორიტეტების შესრულების კუთხით გაწეული სამუშაოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდა და აღნიშნა დადებითი დინამიკა, სრულად შესრულდეს რეკომენდაციები.