ღაზაში საზღვაო მარშრუტის გამოყენებით პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს

პუბლიკა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება პირველად ჩაიტანეს საზღვაო მარშრუტით. გემმა, რომელიც ესპანურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ეკუთვნის, კვიპროსი სამშაბათს დატოვა და ღაზის სექტორისკენ აიღო გეზი. 200 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მან ჩაბმული ბარჟით გადაიტანა. ბოლო ცნობებით, ხომალდმა ღაზის სანაპიროს პარასკევს მიაღწია და რადგან იქ პორტი არ არის, ტვირთის ჩამოსაცლელად სახლედახელოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა გამოიყენეს.

ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს იმედი აქვთ, რომ საზღვაო მარშრუტი უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე საჰაერო და სახმელეთო გზა. სხვადასხვა ქვეყნებს აქამდე ჰქონდათ მცდელობები ღაზის სექტორში მოსახლეობას საჰაერო და სახმელეთო გზებით დახმარებოდნენ. თუმცა ღაზაში სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება და ისრაელის მიმართ გაიზარდა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლაც, რომ არ შეუშალოს ხელი პალესტინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

გაეროს განცხადებით, ღაზის სექტორის მცხოვრებლებთა მეოთხედი შიმშილობს. საერთაშორისო მედიის ცნობით, ისრაელის 5-თვიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად 31 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ღაზის სექტორის მოსახლეობის უმეტესობას კი, იძულებით მოუწია საცხოვრებლის დატოვება. იქ ომის დაწყებამდე 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.