ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბი გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „ადამიანურ შეცდომად“ აფასებს.
„ტვიტერში“ გააკეთა განცხადება ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც: „სევდიანი დღეა. შეერთებული შტატების ავანტიურის შედეგად გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ უბედურება გამოიწვია.“
8 იანვარს უკრაინული Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევში უნდა გაფრენილიყო, თეირანში იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 170-ზე მეტი მგზავრიდან ყველა დაიღუპა.