„აჟიოტაჟი, ვფიქრობ, არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო“ - მინისტრი რუსეთში ექსპორტზე

პუბლიკა

სოფლის მეურნეობის ყოფილი და ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთში საქართველოდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის საკითხი 2020 წელს დადგა დღის წესრიგში, როდესაც რამდენიმე კერძო კომპანიამ ახალ ბაზარზე გასვლა მოისურვა და რუსეთში მოთხოვნა გაგზავნა.

მინისტრის განმარტებით, 2020 წლიდან დღემდე ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ყოფილა, პასუხი მოვიდა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ და თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არაინფორმირებულობის ბრალია.

„აქ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან, რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა და ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ რომ არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მით უმეტეს, ომის პირობებში დამატებით ამ საკითხზე არ მიუმართავს, საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა.

ცხოველური წარმოშობის სურსათ-პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები გააჩნია, ანუ კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება მაკონტოლებელი ორგანოების მხრიდან. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წელს და პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც რუსულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ განაცხადებზე, რომელიც ჰქონდა მიღებული საქართველოდან, ყოფილიყო დადებითი პასუხი“, – განაცხადა დავითაშვილმა.