გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

“გ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.” – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში. განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.