გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და სამი თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile