ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში მღვდლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს იხსენებს. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, წლების წინ ერთ-ერთ ტაძარში მღვდელმა საკურთხეველში შეიყვანა და „წინ“ რამდენჯერმე შეეხო.
„ჩემი ისტორია ასეთია: ერთ დღეს, წლების წინ, ძალიან ბევრი წლის წინ, შეგნებულად არ დავაკონკრეტებ ადგილს, არც დროს. ბევრად უფრო პატარა ვიყავი, პირტიტველი ჭაბუკი. შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, პირველად ვარ ამ ტაძარში და ალბათ მეტყობოდა კიდევაც, რომ უცხოდ ვგრძნობდი თავს. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც შეამჩნია, ალბათ, რომ უცხო ვიყავი. მეუბნება, მოდი, მე დაგათვალიერებინებ ტაძარს. მე დავეთანხმე, მადლობა გადავუხადე, ისიც მიყვება ტაძრის შესახებ. ცოტა ხანში სრულიად მოულოდნელად ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო, რეაქცია ძალიან მოულოდნელი მქონდა და დავიხედე რა მოხდა, მეგონა რაღაცას დავეჯახე, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ირგვლივ არაფერი არ იყო. შესაბამისად, მივხვდი, რომ ეს მღვდელი იყო, მაგრამ ჩავთვალე რომ ამდენი ხელის ქნევაში და რაღაცების ახსნაში ალბათ ხელი მოუხვდა-მეთქი. არ მიფიქრია განსაკუთრებული არაფერი თან ხალხში ვიყავით. ისევ მათვალიერებინებს ტაძარს. ცოტა ხანში მე უკვე ვიგრძენი ძალიან აშკარა შეგრძნება, ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი. ეს უკვე აშკარად შეგნებულად გაკეთებული ჩასმა იყო, მაგრამ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი ტაძარში. ხალხში აღმოვაჩინე, რომ მღვდელი წინ მისვამს ხელს. ვიფიქრე, თავისი გაჭირვებია ამ მღვდელს და სკანდალის გარეშე წავალ აქედან, მით უმეტეს მღვდელს არ ვცემდი ეკლესიაში. მივედით საკურთხევლამდე და მეუბნება, წამოდი საკუთრხეველში შევიდეთო და იქ ისეთ რაღაცებს გაჩვენებ, რასაც ვერასდროს ვერ ნახავო. მე ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს., წესით ამ მომენტში უნდა დავმშვიდობებოდი, მაგრამ ვიფიქრე ბარემ მაჩვენოს საკურთხეველი და მერე წავალ.შევედით საკურთხეველში და ტაძრისგან განსხვავებით იქ სრულიად მარტო დავრჩით მე და მღვდელი, ისევ აგრძელებს მოყოლას, მოუსვი ხელი ფრესკებს, ნუ გერიდებაო. მეც დავემორჩილე და ამ დროს ისეთი მომისვა, ამას მოსმა აღარ ჰქვია, ჯოისტიკივით დაეჭირა ჩემი ერთი ადგილი. სიტუაცია ისეთი იყო, რომ თავს ვეღარ მოვიტყუებვდი. ხელი ავკარი, ძლივს მოვაგლეჯინე ხელი იმიტომ, რომ მივხვდი, იწყებოდა სექსი მღვდელთან პირდაპირ ტაძრის საკურთეხეველთან, რაც ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში, რადგან ეკლესიაში სხვა განწყობით და მიზნით მივედი. იმ მღვდლისთვის, ალბათ, ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ მადლობა გადავუხადე – საკმარისია, უნდა წავიდე-მეთქი. უცებ მეუბნება, მოდი სამრეკლოზე უნდა აგიყვანოო. ალბათ, ნამდვილიც იგულისხმა და თავის „სამრეკლოც“. მე უარი ვუთხარი, ამაზე ჩაიცინა და მითხრა, რისი შეგეშინდა ჩვეულებრივი სამრეკლოაო. თვალის ჩაკვრით დამემშვიდობა. მივხვდი, რომ ეს მღვდლისთვის პირველი სიტუაცია არ იყო და ტაძარში ამის შესახებ იცოდნენ. გასვლისას კარიდან გავხედე საკურთხეველს და დავინახე, რომ იმ მღვდელს სხვა ბიჭი მიჰყავდა საკურთხევლისკენ. მე თუ ნახევარ საათში ორ ბიჭს შევესწარი, წარმოიდგინეთ წლების განმავლობაში რამდენი ბიჭი აიყვანა „სამრეკლოზე“. იმ ტაძარში არასოდეს დავბრუნებულვარ“, – ამბობს გაბუნია.