გიორგი გახარიამ ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია ხორვატიაში მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა და მიწისძვირს შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ღრმად დამწუხრებული ვარ ხორვატიაში მომხდარი მორიგი ძლიერი მიწისძვრის გამო. გულითად სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო ამ რთულ დროს მეგობარი ხორვატიელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს მოხდა, რასაც ქვეყანაში ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი 12 წლის მოზარდი, არიან დაშავებულები.

მიწისძვრის ეპიცენტრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 46 კილომეტრით დაშორებულ რაიონში, პეტრინიას დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.