გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას 27 დეკემბერს გეგმავს

პუბლიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება. გორის ჰოსპიტალში მისვლას მარგველაშვილი 12:00 საათისთვის გეგმავს.

გიორგი მარგველაშვილი 20 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ სააკაშვილთან შესახვედრად შესვლას გეგმავს და შესაბამისი მოთხოვნით ოფიციალურად უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი Facebook-პოსტით გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ მზად არის მასთან შესახვედრად.

„მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციის გამო და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა კი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამავდროულად, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.