გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლე რომან ხორავას გადაწყვეტილებით, მუმლაძე დაწესებულებას თანხის ნახევრის გადახდის შემთხვევაში დატოვებს. ამით თბილისის საქალაქო სასამართლომ მუმლაძის აღკვეთის ღონისძიებაზე საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აქტივისტები გეგმავენ, რომ თანხა ხალხის დახმარებით შეაგროვონ.

პოლიციამ აქტივისტი გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.