გიორგი ნემსაძემ ცაგერის მერის თანამდებობა დატოვა

პუბლიკა

„ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას”, – ამის შესახებ გიორგი ნემსაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

მისი ცნობით, გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო და  ეს ნაბიჯი არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას.

„მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, – წერს ის.

ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე თვითმმართველობის არჩევნებში ცაგერის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

LB loan image desktop LB loan image mobile