გიორგი რურუა თავის საქმეზე დნმ-ის აღების შესახებ facebook-პოსტს აქვეყნებს

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სახელით მისსავე facebook-გვერდზე ვრცელდება წერილი, რომელშიც ის ჰყვება თავის საქმეზე დნმ-ის აღების ისტორიას. ბრალდებულ გიორგი რურუას ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„2019 წლის 18 ნოემბერს, ჩემი დაკავების შემდეგ, ქალაქის მთავარ სამართველოში უკანონოდ, ოქმის შედგენის გარეშე ამიღეს დნმ-ის ნიმუში.

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ციხეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკვე კანონიერად, უნდოდათ აეღოთ დნმ, რაზეც უარი განვაცხადე. შემდეგ ვიგებ, რომ ჩემი ძმის ბიოლოგიური მასალა გამოითხოვეს სამხარაულის ბიუროდან და ვფიქრობთ, რომ ნიკას დნმ იქნა დატანილი იარაღზე.

3 იანვარს ისევ მოვიდნენ სასამართლოს განჩინებით, უკვე პირდაპირ საკანში, ჯერ 4 პოლიციელი. ვითხოვდი ადვოკატის დასწრებას, რომელიც უკვე ციხეში იმყოფებოდა, თუმცა მათ მოიტყუეს, რომ ადვოკატი იქ არ იყო. ჩვენ მოვიპოვეთ საბუთი, სადაც აღნიშნულია ადვოკატის ციხეში შემოსვლის დრო, მიახლოებით 15:00საათი.

პოლიციელები უარით გავისტუმრე და დაახლოებით ნახევარ საათში უკვე გაძლიერებული ჯგუფი – 12 კაცი შემოვიდა საკანში, არც გამაცნეს განჩინება. წინააღმდეგობა გავუწიე და 7-8 კაცს მოუწია ჩემი გაკავება, და სწრაფად ქურდულად იქნა მოპარული ჩემი ნივთები – ჯაგრისი, პირსახოცი,ზეწარი, ბალიშის პირი და ჩუსტები

ორი დღის წინ, ისევ ქურდულად გამიყვანეს საკნიდან და 10-15 პოლიციელი და კრიმინალისტები დამახვედრეს პაემანის ოთახში. ადვოკატების რჩევით ნებაყოფლობით მივეცი დნმ-ის ნიმუში.

ეს იყო და ეს. აზრი ვერ გავიგე ამდენი მასალა რაში ჭირდებათ ჩემს კლონს აკეთებენ?)))

მოკლედ ვიბრძვით ბოლომდე და გამარჯვებამდე! ყველაფერი მოქალაქეების ხელშია. თითოეული ჩვენგანი რომ დაფიქრდეს, როგორი აუცილებელია ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ცვლილებები, ცვლილებების მისაღწევად კი დაპირებული პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები, ოცნება თავის 20 %-ც ვეღარ აიღებს!დროებით! პოლიტპატიმარი გ.რურუა“, – ნათქვამია facebook-პოსტში.


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს.

მას ბრალდების მხარე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. რურუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

„როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი“, – განაცხადა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე რურუამ.

LB loan image desktop LB loan image mobile