გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

პუბლიკა

გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი გადაცემების მიმართულებას ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება მის საავტორო გადაცემას, „დროება“ ეთერში, სავარაუდოდ, აპრილში გავა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გიორგი თარგამაძე, გარდა თავისი გადაცემებისა, ჩაერთვება არხის საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაში, როგორც დირექტორის მოადგილე.