„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს მიმართავს და აცხადებს, რომ მათი მცდელობა, დააკავშირონ საკუთარი პოლიტიკა დონალდ ტრამპთან, უშედეგოა.
„ქოცებო, ტყუილად „ეტენებით” ტრამპს – ვინც არჩევნები გააუქმა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს, იმისთვის თავისუფალ სამყაროში კარი დახურულია! სჯობს მოუსმინოთ ქართველ ხალხს და დროზე დანიშნოთ არჩევნები. რაც არ უნდა აქოთ და ადიდოთ ტრამპი ფარისევლურად, თქვენთვის ცივილიზებული მსოფლიოს კარი მაინც დაკეტილი იქნება!“ – ამბობს ვაშაძე.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის ღირებული წევრი, ხოლო ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს.