„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავს

პუბლიკა

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ წევრები და მხარდამჭერები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების­ მოთხოვნით მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები ეროვნულ სტადიონთან შეიკრიბნენ და მსვლელობით „დედაენის ბაღისკენ“ მიემართებიან.

„გაუქმდეს „კომენდანტის საათი“, გაიხსნას საზღვრები, გაიხსნას ყველა ბიზნესი,  გაუქმდეს ჯარიმები“ – ითხოვენ აქციის მონაწილეები.

„შეზღუდვები უნდა მოიხსნას რაც შეიძლება სწრაფად, თუ გვინდა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ოდნავ მაინც ამოვიდეთ ამ წუმპიდან. ამას ვაპროტესტებთ. მოთხოვნები არის შეზღუდვების მოხსნა და მათ შორის ჯარიმების გაუქმება, რომელიც მოქალაქეებს დაეკისრათ ამ ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.