გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას.

თარგამაძე სხდომაზე არ მივიდა, რის გამოც მას პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.