შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში აქტივისტებმა იმ ისტორიულ პირთა სახელობის ქუჩებს, რომლებსაც მონებით ვაჭრობის ინდუსტრიასთან რაიმე აკავშირებდათ, დასახელებები შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი წამყვანი ისტორიული ფიგურების სახელებით შეუცვალეს.
შოტლანდიაში, ისევე როგორც მრავალ ევროპულ ქვეყანაში, ბოლო დღეებში რასიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება, აშშ-ში შავკანიანი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული სიკვდილის გამო.
მაგალითისთვის, კოჩრენის ქუჩაზე დემონსტრანტებმა ნიშანი გააკრეს წარწერით – „შეკუ ბაიოს ქუჩა”. ბაიო შოტლანდიის შავკანიანი მოქალაქეა, რომელიც 2015 წელს პოლიციის მიერ დაპატიმრების შემდეგ დაიღუპა.
ერთ-ერთ ქუჩას კი „როზა პარკსის ქუჩა” წააწერეს, იმ შავკანიანი აქტივისტის სახელი, რომლის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმაც ეპოქალური მნიშვნელობა შეიძინა ამერიკაში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აქტივისტებმა ერთ-ერთ ქუჩას „ჯორჯ ფლოიდის ქუჩაც” წააწერეს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიშანი მოგვიანებით ჩამოხსნეს.